collegeimedi@gmail.com (+995) 599 95 28 28, (+995) 595 29 19 19

მნიშვნელოვანი სიახლე! პროფესიულ სტუდენტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ!


2020-10-10

გაცნობებთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები,რომლის თანახმად პროფესიული სტუდენტი ისარგებლებს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე მხოლოდ ერთხელ.

ამ უფლებით ისარგებლებს ასევე პირი, თუ იგი არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით პროფესიული სტუდენტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას დაასრულებენ წყვეტის გარეშე.

მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი გისურვებთ წარმატებებს!